ახალი ამბები მთავარი სამართალი

ათამდე ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ათამდე ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ის ცნობით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სახლები ვარკეთილსა და ​ვაზისუბნის დასახლებაში გაქურდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.გ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვარკეთილსა და ​ვაზისუბნის დასახლებაში ათამდე საცხოვრებელი ბინა გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....