აქტუალური თემა ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ივანე მაჭავარიანი: მგონი, “ვივუსიც” ჩაერთო ამ საერთო ფერხულში

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის ინიციატივას ვალების განულების შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ვივუსიც” შეუერთდება.

ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებას ქართუ ბანკი აწარმოებდა.

“მე მგონი, შედგა მოლაპარაკება და ვივუსიც ჩაერთო ამ საერთო ფერხულში და პრობლემები არ იქნება”, — განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა  ისინი სესხის განულების სიაში.

 

იტვირთბა....