ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სესიაშვილი: “სააკაშვილმა ერთადერთი რამ იცის – რევოლუციის მოწყობა”

პირველ არხს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განუცხადა, რომ არავის უკვირს სააკაშვილის რევოლუციაზე ფიქრები.

„სააკაშვილს აქვს ერთი პროფესია და ერთადერთი რამ იცის, ესაა რევოლუციის მოწყობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

სესიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება გამოფხიზლდა და გაიხსენა როგორი ხელისუფლება ჰყავდა.

ჩვენ დავინახავთ ნაბიჯებს, რაზეც საუბრობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავენ, რადგან მათ ხალხის რეალური მხარდაჭერა არ აქვთ. მეორე ტურის შემდეგ დავინახავთ, სად არის „ნაციონალური მოძრაობა“ და სად არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.

იტვირთბა....