არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რეპერმა მიშკა მგალობლიშვილმა ხელისუფლების სიმღერა ჩაწერა (ვიდეო)

“აბა მაშინ გეცადა და  მთავრობაზე გეხუმრა”, –  “ბირჟა მაფიის” წევრმა, მიშკა მგალობლიშვილმა ( Young Mic )  ხელისუფლებისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი სიმღერა და კლიპი ჩაწერა.

“ყველა მეკითხება, იმ ამბების მერე რატომ ვარ ჩუმად, ალბათ კარგად რომ დამთავრდა მაგანაც მომადუნა… ქალი, საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული, – მეორე მხარეს კაცი, საბჭოთა პრორუსული” , – მღერის რეპერი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს, კლიპის – „Tsl Shavi Zeda-ს” გამოქვეყნების შემდეგ დააკავეს.

მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. ისინი 9 ივნისს დაკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მაშინ რეპერებმა განაცხადეს, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს, რაზეც გამოძიება დაიწყო. მათი გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს.