არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

“ეს წინასაარჩევნო კამპანია ისტორიაში შევა, როგორც გამორჩეულად სამარცხვინო და თავისმომჭრელი”

ყველანაირი ვერსია წავიკითხე.

რომ გრიგოლ ვაშაძის შვილი შშმ პირია;

რომ გრიგოლ ვაშაძის შვილი არ არის შშმ პირი;

რომ გრიგოლ ვაშაძის შვილმა არ იცის ქართული;

რომ გრიგოლ ვაშაძის შვილმა იცის ქართული;

რომ გრიგოლ ვაშაძის შვილმა ქართული კი იცის, მაგრამ სალომეს შვილზე უფრო ცუდად;

რომ გრიგოლ ვაშაძის შვილმა სალომეს შვილზე უკეთესად იცის ქართული;

რომ რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა იცის, მთავარია ბიძინა მოისპოს; .

რომ რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა იცის და როგორ, მთავარია ნაცები ამოწყდნენ;

ჰოდა ამ ვერსიებიდან გამომდინარე მინდა ვთქვა სამ პუნქტად:

1) შეეშვით შვილების დატოლებას. ამგვარი, თუ შეიძლება ითქვას, “პიარი”, არის სამარცხვინო და თავისმომჭრელი.

2) ცხოვრება გაგრძელდება ამ არჩევნების შემდეგაც და ეს წინასაარჩევნო კამპანია ისტორიაში შევა, როგორც გამორჩეულად სამარცხვინო და თავსმომჭრელი

3) რაოდენ სამარცხვინოც არ უნდა იყოს შვილების დატოლება და რაოდენ თავისმომჭრელ საარჩევნო კამპანიაშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ ახლა, სალომეს პრეზიდენტობა მაინც ყველა ვარიანტში იქნება უკიდურესად სამარცხვინო და თავისმომჭრელი ამბავი მთელი ქვეყნისთვის” – წერს დავით ზურაბიშვილი

იტვირთბა....