ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.
მოსამართლის განცხადებით, ბრალდებულმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღად 2018 წლის 3 დეკემბერი, 12:00 საათი გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს. მათ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაურია.