არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი – თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! წერტილი!

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში.

“თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! წერტილი! იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა ვისზე საუბრობდა. თუ იცოდა და ეს გააკეთა – ნუ ამას ბოდიშიც ვერ უშველის! როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მით უფრო – სასირცხვილო არაფერია. რა დარტყმა, რის შავი პიარი ამ თემაზე, ხალხო. საზოგადოება ვართ, ბოლოსდაბოლოს თუ ჯოგი?! ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ ვამისამართებთ ამ ადამიანებს ჩაბნელებული, მოფარებული ოთახებისკენ, ნუ ვაქცევთ ამ საკითხებს ყურში ჩურჩულის და პუტუნის თემად. ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია.” – წერს სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, გუშინ,  გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილი დებატებში გამოიწვია.

იტვირთბა....