ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, კახი კალაძე შეაიარაღეს, რომ ზაზა ოქუაშვილზე ასე ესაუბრა.
ჩხაიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც ზაზა ოქუაშვილმა დაანონსა ბრიფინგი, რომელიც 16:00 საათზე უნდა გამართულიყო, “ომეგა ჯგუფის” ანგარიშზე “ქართუ” ბანკმა გადარიცხა თანხა.
“ამის შემდეგ, “ომეგა ჯგუფში” მივიდა ბიზნესმენი, ვინმე ზურაბ აბდუშელიშვილი და თქვა, რომ უნდა მანქანების შეძენა. ეს შოურუმი სწორედ ამისთვის არსებობს, თუმცა გასაკვირი ის იყო, რომ ამ ბიზნესმენს სურდა 20 მანქანის შეძენა, თანაც სწრაფად, კონტრაქტიც მაშინვე უნდა ყოფილიყო. ეს უნდა ყოფილიყო ძვირიანი მანქანები, რადგან მის ფირმას ასე სჭირდებოდა. 2 მილიონი მაშინვე მოიტანა ამ ბიზნესმენმა და 5 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმდა, იმ პირობით, რომ დანარჩენი თანხა 2 კვირაში უნდა მოეტანა. შემდეგ პატენტის სასამართლოზეც მიიღეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ დაგვპირდნენ, რომ მეორე სასამართლოზეც ჩვენთვის სასურველ შედეგს მივიღებდით, თუ ზაზა ოქუაშვილი “იმედს” დაგეგმილ, წინასწარ დაწერილ ინტერვიუს მისცემდა”, – განაცხადა “იბერიას დამფუძნებელმა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში”, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ ვინ სთხოვა ოქუაშვილს ამ ინტერვიუს მიცემა და აღნიშნა, რომ ამის თქმას მოგვიანებით შეძლებს.
“ეს მტრედს არ მოუტანია, ამის მტკიცებულებებიც არსებობს”, – განაცხადა ჩხეიძემ.