ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წულუკიანი ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირი დაადგინოს “ნაც.მოძრაობასთან”

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი მიხელ ბენიძე, “მეტრონომთან” საუბარში თეა წულუკიანის ბრალდებებს, გამოეხმაურა, რომელმაც სამი ორგანიზაცია სიცრუესა და ნაციონალურ მოძრაობასთნ კავშირში დაადანაშაულა.

როგორც ბენიძემ “მეტრონმთან” საუბარში განაცხადა წულუკიანის ეს განცხადება პირველი არ ყოფილა და  მინისტრის მცდელობაა არასამთავრობო ორგანიზაციები “ნაც.მოძრაობასთნ” დააკავშიროს.

 

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქალბატონი წულუკიანი ცდილობს “ნაციონალურ მოძრაობასთან” რამენაირი კავშირი დაადგინოს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, რაც შეუძლებელია და ეს მცდელობები მთლიანად არის დისკრედიტაცია არასამთავრობო ორგანიზაციების. ის წინასწარ ასახელებს რომ ეს ყველაფერი სიცრუე და შესაბამისად გამოძიების დასრულებამდე ის აკეთებს  დასკვნებს.

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ის ინფორმაცია რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი არის იმ განცხადებაშ რა განცხადებაც გავავრცელეთ. ჩვენ საიდუმლო ინფორმაციბს არ ვიტოვებთ და დახურულ თემებზე წვდომა არ გვაქვს. მოგვაწოდეს კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული პირისგან, რომელიც მუშაობს სააგენტოში, ასევე ამ ინფორმაციის ნაწილი რომელიც იყო გადამოწმებელი, გადავამოწმეთ ჩვენი ძალებით. რაც დადასტურდა და თავადაც დაადასტურებ სააგენტოს წარმომადგენლებმაც. სხვა დანარჩენ ფაქტებს რომელსაც ჩვენ ვერ დავადგენდით და ფიზიკურად წვდომა არ გვექნებოდ, სწორედ ამიტომ გავაკეთეთ განცხადება და მივმართეთ პროკურატურას.

თუ ობიექტური ფაქტებით დადასტურდება, რომ გაყალბებას ადგილი არ ქონია, მაშინ ეს მხოლოდ გაგვიხარდება. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ქვეყანში უკანონობა ხდებოდეს.

მათ უნდათ რომ დავასახელოთ წყარო, რაც არასწორია. ეს კონკრეტული ადამინი გვენდობა სწორედ იმ დათქმით, რომ მის ვინაობას არ გავცემთ. თუ ჩვენ ამ წყაროს გავთქვამთ მაშინ შესაძლოა სხვა დროს არცერთმა წყარომ ჩვენტან არ ითანამშრომლოს იმ მიზეზით რომ ჩვენ მის პირად ინფორმაციას გავცემთ” – განაცხადა მიხეილ ბენაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანი არჩევნებმა“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე განაცხადეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები პროკურატურამ გუშინ გამოკითხა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მათ ინფორმაციის წყაროს ვინაობა არ დაასახელეს.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა, რომ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილშია გამოჭერილი და ისინი ნაციონალური მოძრაობის დავალებებს ასრულებენ.

იტვირთბა....