აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კახა კალაძე: ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ბიზნესმენი, ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია.

მისივე თქმით, ოქუაშვილს “ქართუ” ბანკმა სესხი მაშინ მისცა, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელეკომპანია “იბერია” ჩამოართვა.

“ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია, ჯერ იყო და, აუდიოჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოებს დაგვპირდა და ახლა, ალბათ ანიმაციებზე გადავა, სამომავლოდ. რა უნდა ამ კაცს, გაუგებარია, რაში იხდიდა ფულს? 6 მლნ ჰქონდა დავალიანება, როგორც ირკვევა და 4 მლნ-ს ვის უხდიდა, რაში უხდიდა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ეს ვერც გვარამიამ გაიგო, ვერც კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როცა ის პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ დახმარებოდნენ, მაგრამ თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია, რა უნდა ამ ადამიანს. როცა სააკაშვილმა წაართვა ოქუაშვილს “იბერია” მაშინ, 2003-04 წლებში აქვს “ქართუს” მისთვის სესხი მიცემული. ზუსტად თანხაც არ მახსოვს, თუმცა ეს გადამოწმებადია”, – განაცხადა კალაძემ სპეციალურად გამართული ბრიფინგის შემდეგ, “რუსთავი 2-ის”ჟურნალისტის კითხივს საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა “რუსთავი2-ის” ეთერში  განაცხადა, რომ

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, 27 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედზე“ უნდა გასულიყო მისი ინტერვიუ, რომლის შინაარსიც წინასწარ იყო განსაზღვრული.

 

იტვირთბა....