თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდზე.
ბრალდება მოითხოვდა სააკაშვილისათვის სასჯელის დამძიმებას, რადგან პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე თავდასხმას ორგანიზებას უწევდა მიხეილ სააკაშვილი და ამის მოტივი პირადი შურისძიება იყო.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი მიხეილ სააკაშვილისთვის არის მსუბუქი, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში. აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ჩართული იყო სამართალდამცავი ორგანოების მთელი სისტემა, ფარული თვალთვალი, სპეცრაზმის თანამშრომლები და სწორედ ამის გამო, გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ სასჯელის დამძიმება”, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6 წლის ვადით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.