საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვალების განულებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის რეაქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი მწვავე განცხადებები ევროპარლამენტისგან არ ახსოვს.
“ასეთი მწვავე შეფასებები საქართველოზე, მე ევროპარლამენტში არასდროს არ მომისმენია და სულ არ მიხარია. ერთადერთი რაც მიხარია, ის არის, რომ ეს უბედურება სულ მალე დასრულდება…”
შეგახსენებთ, ევროპელი პოლიტიკოსების აღშფოთების მიზეზი მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯები გახდა. ევროპარლამენტარების ნაწილი კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ვალების განულების ინიციატივას 600 ათასი ამომრჩევლის მოსყიდვის სუნი ასდის, რაც წითელი ხაზია ბრიუსელისთვის.
ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს, საპასუხოდ საქართველოს პირველმა დიპლომატმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ ევროპა დღეს ოპოზიციის ენით საუბრობს. მისი თქმით, არ შეიძლება ასეთი მწვავე კრიტიკა მაშინ, როცა არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, რაც კარგი ინდიკატორია ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობისა.