ექსპერტი კორნელი კაკაჩია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნაწილობრივ საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რას წარმოდგენს “ქართულ ოცნება” როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია… ის არ წარმოდგენს ამომრჩეველთა ინტერესთა ჯგუფს, ის ერთი კაცის საკუთრებაა.
“ხშირად საუბრობენ იმ მიზეზებზე თუ რატომ არიან ქართული პოლიტიკური პარტიები სუსტები და არაპოპულარულები… მიზეზები ბევრია თუმცა ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა რომ ჩვენ არ გვყავს რეალური პარტიები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.. ამ არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, რომ გვყავს პარტიების ორი მფლობელი რომლებიც ხშირად საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე უკვეთავენ დღის წესრიგს როგორც პარტიებს ასევე პარტიულ ტელევიზიებს… ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში კიდევ ერთხელ დადასტურდა რას წარმოდგენს ქართულ ოცნება როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია..ის არ წარმოდგენს ამომრჩეველთა ინტერესთა ჯგუფს, ის ერთი კაცის საკუთრებაა.. ამ ტრაგიკომედიულ მოცემულობაში სრულიად ზედმეტია საუბრები მდგრად პოლიტიკურ სისტემაზე, შიდა პარტიულ დემოკრატიაზე, ლიდერშიპის ცვლილებებზე და ასე შემდეგ…. ქართული პარტიების დღის წესრიგი დიდი ხანია მიტაცებულია(hijacked)..
შეკითხვის არსი მდგომარეობს იმაში თუ როგორ “ვაიძულოთ” პარტიები შეასრულონ საკუთარი მისია და ჩადგნენ საზოგადოების სამსახურში რათა წარმოადგინონ განსხვავებული სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის ინტერესები როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში..” – წერს კორნელი კაკაჩია.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც 28 ნოემბერს უნდა გაიმართოს, ტელეკომპანია “იმედს” ინტერვიუ მისცა ბიძინა ივანიშვილმა.