არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სადაც გინდათ, როგორც გინდათ”: სალომე ზურაბიშვილის შვილი ვაშაძის ვაჟს დებატებში იწვევს

როგორც სალომე ზურაბიშვილის შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა ტექნოპარკში განაცხადა, ის გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს დებატებში იწვევს.

“მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ”, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

იტვირთბა....