aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაღდათში, მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბაღდათი – სოფელი ოფჩა 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა

სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 15-მეტრიანი ჭის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოები.

ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი” – აღნიშნულია საგანგებო სიტუაცოების მართვის სამსახურის ოფიციალურ გვერდზე.

იტვირთბა....