ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხობში ხანძრისას დაშავებული 66 წლის ქალი გარდაიცვალა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ პირველ არხს დაუდასტურა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ ​ხობში ხანძრისას დაშავებული 66 წლის ქალი გარდაიცვალა.

ქაშიბაძის თქმით, ამავე შემთხვევის დროს დაშავებული კიდევ სამი პაციენტის ჯანმრთლეობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სამწუხაროდ, ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. 66 წლის ქალს სხეულის 85%-იანი დამწვრობა ჰქონდა, სასუნთქი გზების დაზიანებით, უმძიმესი დამწვრობითი შოკით. მას აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები. კიდევ სამი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული და კრიტიკულია. მიმდინარეობს მკურნალობა მთელი ძალებით“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამავე შემთხვევის დროს დაშავებული 67 წლის მამაკაცი დაიღუპა. მამაკაცი კლინიკაში სხეულის 95-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს და მას სასუნთქი გზების ​თერმულ-ინჰალაციური დაზიანება ჰქონდა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება ორი დღის წინ მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ღუმელის ანთებისას დიზელის ნაცვლად ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია

იტვირთბა....