არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი მშვენიერაძე: მმართველი პარტია მზად არის, არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად, ყველა რესურსი გამოიყენოს

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მმართველი პარტია მზად არის, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად.

როგორც მან “რუსთავი2-ის” ეთერში განმარტა, თუნდაც, 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების განულება საარჩევნო სამართალთან შეუსაბამოა.

„შემთხვევები, რომლებიც აღარ არის ერთეული, ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვის, თუ ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების, ნამდვილად აჩენს განცდას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, კითხვის ქვეშ დადგეს თავად არჩევნების ლეგიტიმურობაც, თუკი ეს ტემპი შენარჩუნდება, რომელსაც ახლა ხელისუფლება მისდევს,“ – ამბობს მშვენიერაძე.

რასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.

იტვირთბა....