“მეტრონომის” რედაქციას დაუკავშირდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც გვითხრა, რომ მას დაურეკეს პრობლემური აქტივებიდან და უთხრეს, “ვივუსის” მსგავსად არც “მაიკრედიტი” აპირებს დათანხმდეს ვალების განულების ინიციატივას.
“მეტრონომი” დაუკავშირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მაიკრედიტს”, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ადამიანთა იმ ნაწლის, რომლებიც ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ მომხმარებლები არიან, დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ, თუმცა მთავრობასთან ამ დრომდე გრძელდება მოლაპარაკებები.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.