ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინგოროყვას კლინიკა: “მიხეილ გიორგაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება”

დღეანდელი მდგომნარეობით განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

როგორც ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, გიორგაძე მართვით სუნთქვაზეა. მას ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, ფილტვებისა და თავის ტვინის დაჟეჟილობები აღენიშნება.

შეახსენებთ, რომ მიხეილ გიორგაძე ავტოავარიაში 17 ნოემბერს, ყვარელი-თბილისის გზაზე, მოყვა. ის ავტომობილს თავად მართავდა და მანქანაში მარტო იმყოფებოდა. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გიორგაძემ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა, შეჯახების შედეგად კი დაზიანებები მიიღო.

იტვირთბა....