ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიბილოვი: “უკრაინა ისევე როგორც საქართველო სახელმწიფო ტერორს მიმართავს”

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ისევე როგორც საქართველო სახელმწიფო ტერორს მმართავს.

ანატოლი ბიბილოვი ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ხელმძღვანელების ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მიზნით დონეცკში იმყოფება.

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ ყველა მიმართულებით გააძლიერებს თანამშრომლობას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან“.

„სამწუხაროდ, მოხდა ტრაგედია. ალექსანდრე ზახარჩენკო აღარაა ჩვენთან. ადგილი ჰქონდა ცინიკურ ტერაქტს. უკრაინა, ისევე, როგორც საქართველო, სახელმწიფო ტერორს მიმართავს. ამის შედეგი ჩვენ დონეცკში ვიხილეთ“ – აღნიშნა ბიბილოვმა.

 

იტვირთბა....