ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე მკვლელის ამოცნობა შემიძლია” – კობაური ხადაში მოკლული სმიტების ოჯახის საქმის ახალ დეტალებს ყვება

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა 19 წლის მწყემსმა, მალხაზ კობაურმა “ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ რაიან სმიტისა და მისი შვილის მკვლელების ამოცნობა შეუძლია, რადგა ისინი დაინახა.

როგორც 19 წლის მწყემსი აცხადებს, ის მზად არის, თუკი გამოძიება დაინტერესდება, მის მიერ დამნაშავედ დასახელებული პირის ამოცნობაში მონაწილეობა მიიღოს, მათ შორის, საგამოძიებო უწყებას ფოტორობოტის შექმნაში დაეხმაროს.

ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ და მე დამაბრალეს. რაც შეეხება იმას, ცხედრების ადგილი საიდან ვიცოდი, ვეძებე და ქალი და ბავშვი ასე ვიპოვე.

თავიდან ჩემი ნებით ვეხმარებოდი გამოძიებას, სანამ არ დამიწყეს დაშინება და მუქარები. შემდეგ უკვე, როგორც თვითონ უნდოდათ, ისე აკეთებდნენ ყველაფერს, მე არც კი მეკითხებოდნენ“, – აცხადებს მწყემსი.

შეკითხვაზე, სად იმყოფებოდა შემთხვევის დროს, ბრალდებულის თქმით, ის ჩანჩქერზე ბანაობდა.

მე ჩანჩქერზე ვბანაობდი. მერე ორი უცხო კაცი მოვიდა და რაიან სმიტთან და მის შვილთან მიმიყვანეს. კაციც და ბავშიც ჩემი თანდასწრებით მოკლეს. ქალი არ ვიცი, სადღაც წაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე უცხო პირები იყვნენ და მათგან ორის ამოცნობა შემიძლია, დანარჩენის გამიჭირდება. ბავშვი და კაცი ვინც მოკლა, მათი ამოცნობა შემიძლია. ფოტორობოტის შექმნაშიც შემიძლია დახმარება“ – აღნიშნავს ბრალდებული.

შეგახსენებთ, 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს. მათ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაურია.

 

იტვირთბა....