ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატი: “მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპყრობილეს უახლოეს მომავალში დატოვებენ”

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ

მისივე განმარტებით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან.

რაც შეეხება „M2“-ს, ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიასთან ყველანაირი მოლაპარაკება უკვე დასრულებულია.

მიწის გადაბარების საკითხი, ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს „M2“-თან. მას შემდეგ, რაც ის მიწებს წაიღებს, მშენებლობებს დაიწყებს, რაც უახლოეს მომავალში იქნება. პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაც მალე გაფორმდება და დები საპყრობილეს დატოვებენ“, – განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

მას ზუსტი თარიღის განსაზღვრა, თუ როდის დატოვებენ დები საპყრობილეს, უჭირს, თუმცა, დასძენს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

„ყველანაირი მოლაპარაკება დასრულებულია, ხელშეკრულებაზეც ხელი ხელმოწერილია. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ. უახლოეს მომავალში, ყველაფერი დასრულდება,“- აღნიშნა ადვოკატმა.

იტვირთბა....