ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვალების ჩამოწერა ადამიანებისთვის დეპრესიიდან გამოსვლის საშუალებაა” – ლაშა ჟვანია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია “კომერსანტთან”  მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.

ამ ადამიანებისთვის ეს არის ამოსუნთქვა, ეს არის უპირობოდ, ცალსახად კეთილშობილური საშუალება, რომლის ამოქმედებაც რამოდენიმე თვის  განმავლობაში იხილებოდა. ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის დეპრესიიდან გამოსვლის საშუალება“ – განაცხადა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა  ისინი სესხის განულების სიაში.

იტვირთბა....