aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხობში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა – ისინი შს მინისტრმა მოინახულა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი არასრულწლოვანია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში  გადაიყვანეს, შემდგომში, სამი მათგანის თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი განცხადებით, დაშავებულების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.

„ზუსტად რა მოხდა ვერ გეტყვით, არ გვქონდა საკმარისი დრო ამისთვის. რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, მძიმეა, ჩვენ გამოვიძახეთ რეანიმობილები და იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ. სულ დაშავებულია 7 ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები. მე ვესაუბრე ოჯახის მამასაც, რომელიც ყველაზე მსუბუქ მდგომარეობაშია და არაფერი სერიოზული არ სჭირს. როგორც ჩანს მათ აერიათ საწვავი და ცეცხლის ასანთებად ბენზინი გამოიყენეს, რამაც აფეთქება გამოიწვია. ვფიქრობ, რომ „ევექსი“ და ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახის ყველა წევრი გადავარჩინოთ, პირველ რიგში ბავშვები. შესაბამისად, ამიტომ ხდება რეანომობილების მობილიზება მთელი დასავლეთ საქართველოდან. იმედი მაქვს, რომ შედეგი ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამპაციენტების მონახულების შემდეგ.

 

იტვირთბა....