არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხალხო, ასჯერ გვაქვს გამოცხადებული, რომ არავითარი რევანში ოპოზიციას დაგეგმილი არ აქვს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას არანაირი რევანში, ქუჩის აქციები და შურისძიება დაგეგმილი არ აქვს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბილბორდები ქუჩებში წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ გააკრა და ეს არის საზოგადოებისთვის ირიბი მინიშნება, რომ იქნება რევანში და არეულობა, თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს.

არ ვიცი, „ქართულ ოცნებას“ ეს ბილბორდები რას შემატებს, რადგან თუ გაერთიანებულ ოპოზიციაზეა ლაპარაკი, მაშინ ამ ბილბორდებზე ალბათ თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, მედიკო ვასაძე და ა. შ. უნდა ყოფილიყვნენ. თუ ირიბად იმას მიანიშნებენ საზოგადოებას, რომ შურისძიება და რევანში იქნება, ხალხო, ასჯერ გვაქვს გამოცხადებული, რომ არავითარი რევანში, შურისძიება, დაპირისპირება, ქუჩის არეულობა და მსგავსი ნაბიჯები გაერთიანებულ ოპოზიციას დაგეგმილი არ აქვს და მიაჩნია უკიდურესად არასასურველად ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....