ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ჯგერენაია – ერთადერთი გადარჩენა სრული საგადასახადო-ფინანსური ამნისტიაა, რითაც სრულად გადავურჩებით მოსალოდნელ კრიზისს

საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტი ემზარ ჯგერენაია სოციალურ ქსელში ვალების განულების თემას ეხმაურება.

ჯგერენაიას განცხადებით, ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ არის.

“სრული ფინასური ამინისტია!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ბარემ სამუშაო ადგილების შექმნაზე და ეკონომიკის ზეაღსვლაზეც ვიფიქროთ ასეთ საგარეო ვითარებაში აუცილებელია საქართველომ, რომელიც ურთულეს რეგიონალურ გარემოში იმყოფება, რუსეთის და აზერბაიჯანის სავალუტო საფინანსო კოლაფსის, თურქეთის ლირის დევალვაციის და რუსეთის მხრიდან გამოცხადებული ემბარგოსა და რუსეთზე სანქციების გამო, გადადგას მკაცრი, შეიძლება არაპოპულარული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი – გამოაცხადოს 2018 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით სრული ფინანსური, საგადასახადო ამნისტია და ოფშორიდან გამოიძახოს ქართული კაპიტალი. ეს არაა ახალი ველოსიპედის გამოგონება, ყველაზე კარგია იტალიის მაგალითი – იტალიამ 2000 წლიდან 4-ჯერ განახორციელა ამნისტია და, საერთო ჯამში, 160 მილიარდი ევრო დაიბრუნა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად დათმობაა, მაგრამ ამ კრიზისულ სიტუაციაში სხვა გზა არაა! მიუხედავად იმისა, რომ იტალიისა და საქართველოს საგადასახადო სისტემები განსხვადება ერთმანეთისგან, საქართველოდან პოლიტიკური რისკის გამო ბოლო 25 წელი დიდი ოდენობის კაპიტალი იქნა გატანილი და ამ 25 წლის ნამოქმედარს ერთად უდნა გამოვუცხადოთ ამნისტია იტალიური სქემით – ანუ შემოტანილი კაპიტალის 3% დაიბეგრება იმ ბანკში, სადაც ჩაირიცხება და ფული ითვლება ინვესტირებულად და ამნისტირებულად. ეს რეპატრიაცია იქნა გაკეთებული იტალიის ეკონომიკის მინისტრის ჯულიანო ტრემონტის მიერ, ტრემონტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერ იტალიელს, რომელიც უცხოეთის ოფშორებში ინახავდა ფულს 3%-ად შეეძლო იტალიაში გადაეტანა და დაუსჯელად დაებანდებინა ის. ასევე, ნებისმიერ ქართველს შეუძლია 3%-იანი გადასახადი ჩარიცხოს ბანკში და განთავისუფლდეს ნებისმიერი საკანონმდებლო დევნისგან. ბანკის მიერ გაცემული საბუთი და ბიუჯეტში გადახდილი 3%-იანი გადასახადი იმავდროულად იქნება დეკლარაცია.
შექმნილი დეკლარაცია, რომელსაც ბანკები გასცემენ ჩარიცხვის საფუძველზე, იქნება საგადასახდო ამნისტიის და ფულის თვისუფლად განკარგვის გარანტია. ეს საგადასახადო ამნისტიასთან ერთად გარკვეულწილად ქართველების საყოველთაო შერიგების აქტიც იქნებოდა და ხელს შეუწყობდა მომავალში არამარტო ლარის განმტკიცებას და სამუშაო ადგილების შექმნას, არამედ საშუალო კლასის ლეგალური ბიზნეს ფენის შექმნას და დემოკრატიული პროცესების გაღრმავებას.

ვფიქრობ, ამ გზით საქართველო პირველ ეტაპზე შეძლებს 3-5 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვას, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ 2016-17 წლებში ლარის კურსი იყოს 2.2 დონეზე, შეიქმნას 50 000 ახალი სამუშაო ადგილი და ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწიოს 7%-იან ნიშნულს.

იდეის ბევრი მოწინააღმდეგე იტყვის, რომ ეს არჩევნებზე იქონიებს ზეგავლენას, მაგრამ ეს არ არის სწორი – ლეგალური პროცესები არჩევნებზე ბევრად მისაღებია ვიდრე ოფშორული ანგარიშები. დღეს საქართველოს გადარჩენის და მისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საკითხი დგას დღის წესრიგში და, ამ კუთხით, ერთადერთი გადარჩენა სრული საგადასახადო-ფინანსური ამნისტიაა, რითაც სრულად გადავურჩებით მოსალოდნელ კრიზისს’, – წერს ჯგერენაია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, 600 000 საქართველოს მოქალაქეს ვალები გაუნულდება.

იტვირთბა....