ფრაქციან “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Vivus-თან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა იყო, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებიც უკვე პრაქტიკულად სრულდება.
იყო პრობლემური საკითხები, მათ შორის, ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებითაც, თუმცა, მოლაპარაკებების ფაზა ამოწურული არ არის და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებითაც მოგვარდება პრობლემები“, – განაცხადა მდინარაძემ.