ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ადამიანთა იმ ნაწლიშ, რომლებიც ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ მომხმარებლები არიან, დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ.
აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ კომპანია “ვივუსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერაზე უარს აცხადებს.
“ეს იყო “ვივუსი”, რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე”, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.