პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, იძულებული ხდება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭიროს მხარი.
მაჩალიკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ქისტებს მიმართა:
„მე, რიგითმა პანკისელმა კაცმა, თბილისში პარლამენტის წინ ძაღლურად დავიდე ბინა. სიცივეში, წვიმაში თუ ქარში ვგდივარ და გამვლელებისა და საღად მოაზროვნე ხალხის თბილი მოსიყვარულება თუ არა, ალბათ, გულიც გამისკდებოდა და თემირლანის გვერდზე მშვიდად დავიძინებდი, რაც ამათთვისაც დიდი შვება იქნებოდა, მაგრამ არც ისე მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან, სიმართლეს არ ჩავხედო თვალებში და ერთადერთი სიტყვა არ ვუთხრა ამ სისასტიკის ჩამდენს და ჩემი ოჯახის დამღუპველს – ,,რატომ”. ჩემო ქისტებო, ახლა თქვენ მინდა მოგმართოთ – არავის ეგონა საქართველოში, თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა, „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“, რომ მიაჩნია… მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო. იძულებული ვხდები, „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო მხარი. ნათქვამია, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს. უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე. თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ „ქოცებს“ მაინც ნუ მისცემთ ხმას“, – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.
ბევრი ვიფიქრე მეთქვა თუ არა ეს თქვენთვის ჩემო თანამემამულენო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ქისტებო და…
Gepostet von Vaakh Terloev am Montag, 19. November 2018