ფინანსური ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ბიურო, რომელიც სესხების ამოღებაზე მუშაობს, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
“მუშაობას ვაგრძელებ ჩვეულ რეჟიმში. ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. მომავალში რა იქნება არ ვიცი”, – განაცხადა ბიუროს თანამშრომელმა, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, 600 000 მოქალაქე ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება.