ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ივანე მაჭავარიანი: საუბარი იმაზე, რომ 600 ათას ცუდი გადამხდელს, ვალს უხდის კარგი გადამხდელია, არის სპეკულაცია

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მილიარდ ნახევრამდე ლარის დავალიანებას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

როგორც მინისტრმა განმარტა, საუბარი იმაზე, რომ 600 ათას მოქალაქეს, რომელიც ცუდი გადამხდელია, ვალს უხდის ის, ვინც კარგი გადამხდელია, არის სპეკულაცია.

„მთავრობის როლი აქ იყო იმაში, რომ ჩვენ ეს საკითხი მწვავედ დავაყენეთ, ჩვენ ვეძებდით გზებს ამ საკითხის გადაჭრის. თუმცა საბოლოო ჯამში ამ საკითხის გადაჭრის ტვირთი სრულად იკისრა „ქართუმ“. მადლობა „ქართუს“ და მადლობა ბანკებს თანამშრომლობისთვის. ეს არ იყო იოლი, რამოდენიმე ათეული საფინანსო ინსტიტუტის ერთ მაგიდაზე თავმოყრა და შეთანხმების მიღწევა. თუმცა მათ ჩვეულებრივად გაყიდეს, ამ შემთხვევაში ეს მათთვის იყო ბიზნეს ტრანზაქცია, ხოლო „ქართუსთვის“ იყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, 600 000 ადამიანს დავალიანება გაუნულდება.

ამავე თემაზე: ფინანსთა მინისტრი – 3 დეკემბრიდან შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა

იტვირთბა....