ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

გიორხელიძე – პირველ რიგში, ეს საზიზღრობა “შავი სია” უნდა იქნას აკრძალული

გასაგებია ანუ ბანკი “ქართუ” იხდის და ეს ცუდი არაა, ვისაც ვალი აქვს, დაეფარება. სიმართლე გითხრათ, ეს არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში ბანკებს უკავშირდება. “შავი სიის” არსებობა არის ხელისუფლების წაყრუებისა და ანტიკონსტიტუციური ქმედების დაშვების პრეცენდენტი, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას ეკონომისტმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, “შავი სიები” უნდა აიკრძალოს.

“თუ მე კონკრეტულად ბანკთან ვალდებულება ვერ შევასრულე, ბანკი ვალდებულია, მოქმედი კანონდმებლობით სასამართლოში წავიდეს და გაარკვიოს იქ რა ხდება, რატომ ვერ იხდის ადამიანი ვალს. ის, რომ “შავი სიები” შეადგინო, ადამიანებს ვალისა და ეკონომიკური აქტივობის უფლებები შეუზღუდო, ეს არის გაუგონარი საქციელი, რომელიც ხელისუფლების წაყრუებით მოხდა. პირველ რიგში, ეს საზიზღრობა უნდა იქნას აკრძალული და ბანკები ცივილიზებულ რეგულირებას უნდა დაექვემდებარონ. ეროვნული ბანკი კი დღეს არ ასრულებს საკუთარ როლს, არამედ ემსახურება კერძო ბანკების ინტერესებს”, – აცხადებს გიორხელიძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, 600 000 საქართველოს მოქალაქეს ვალები გაუნულდება.

იტვირთბა....