ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი ხელყუმბარაზეა დაფიქსირებული”- კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი

კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიმაკაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია თემირლან მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი.

ჩიმაკაძე პანკისის ხეობაში, გასული წლის ნოემბერში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ექსპერტიზის დასკვნაზე ამახვილებს ყურადღებას.

ხელყუმბარაზე ნანახი თითის ანაბეჭდი მართლაც არ იყო საკმარისი პირის იდენტიფიცირებისთვის, თუმცა იმავე ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომელიც მაჩალიკაშვილის იდენტურია…

ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი. როგორც უკვე გითხარით, გამოძიება დასრულებული არ არის და ამიტომ საქმესთან დაკავშირებით, კითხვას ვერ ვუპასუხებ“, – აცხადებს ჩიმაკაძე.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, სატელეფონო მიმოწერების აღდგენით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტებს უთანაგრძნობდა და თავადაც გამოხატავდა მზადყოფნას მათ დასახმარებლად.

საფუძვლიანი მტკიცებულებები რომ არ გვქონოდა, სასამართლო არ მიიღებდა ბინების ჩხრეკის განჩინებას. მტკიცებულებების განსაზღვრულ ნაწილზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო მაჩალიკაშვილის სახელზე გამოგზავნილი ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, ასევე ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი. ასევე კოლეგების დახმარებით მოვახერხეთ სატელეფონო მიმოწერის აღდგენა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს და თითქოს ისიც მზად არის გარკვეულ ეტაპზე მსგავსი ქმედება თავადაც ჩაიდინოს. დღესაც ვმუშაობთ. საქმე დახურული არ არის, აგვისტოში ჩვენ ჩატაევის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დავაკავეთ“ – აღნიშნავს ჩიმაკაძე.

იტვირთბა....