“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილის, თეიმურაზ გორჯესტანის განცხადებით, თბილისში ჩამოსვლა დედის დაცვის მიზნით გადაწყვიტა.
ამის შესახებ გორჯესტანმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში მიმართვაში განაცხადა.
“როგორც იცით, გასულ კვირას მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. მუქარის მიუხედავად, უფრო მეტიც, ამ მუქარის გამო გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, რადგან ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილის და როგორც ქართველი კაცის, ვიყო დედაჩემთან და დავიცვა. მე ასე მესმის საქართველოს მნიშვნელობა. საქართველო ჩემთვის არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა. არჩევნებამდე ვიქნები და დავრჩები საქართველოში, რადგან ეს არ არის ნორმალური არჩევანი, ეს არის ბრძოლა. ბრძოლა, რომ ის საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს, ბრძოლა, რომ ავირჩიოთ ევროპული მომავალი. ჩვენ საქართველოს მოსახლეობასთან ვიქნებით, ერთად დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ მას და მის შვილებს ემუქრებიან.
მისივე თქმით, მუქარა რეალურია და ავტორები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები.
ჩემი მხარდაჭერა დედას და საქართველოს თავისუფლებას!სალომე ზურაბიშვილი – პრინციპული არჩევანი 48
Gepostet von Teym Gorjes am Freitag, 16. November 2018