ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: მოუწოდებდი მედიას, ფეიკ-ნიუსის გავრცელებაში არ მიიღონ მონაწილეობა

ენმ-ის დეპუტატ, თინა ბოკუჩავას განცხადებით, არ უნახავს გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ, რომელშიც ის რუსეთის მიმართ სიყვარულზე საუბრობს.

ბოკუჩავა მოუწოდებს ჟურნალისტებს, ფეიკ-ნიუსის გავრცელებაში არ მიიღონ მონაწილეობა.

„ეს კონკრეტული ინტერვიუ მე არ მინახავს. სამაგიეროდ, მე მინახავს, მათ შორის „იმედი“ როგორ ატრიალებდა სიუჟეტებს, სადაც დავით ზალკალიანი იმოწმებდა ფეიკ-ნიუსებს, რათა 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსთვის დაებრალებინა. ასე რომ, მოუწოდებდი ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, რომ ზოგადად ფეიკ-ნიუსის გავრცელებაში არ მიიღონ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკითხი, როცა ამ თემებზე მიდის საუბარი. ზოგადად, ასეთ თემებზე საუბარი მიდის წინასაარჩევნოდ. ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა, ვინ დაიწყო ომი – ანუ პუტინის ნარატივს ვიზიარებთ, თუ საქართველოს ნარატივს და იმას რასაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამბობს. ვფიქრობ, ეს არის პუტინის დავალების შესრულება და საერთოდ ამაზე მიდის საუბარი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....