aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ბურჯანაძე – მე არ მახსოვს ქალბატონი სალომეს რაიმე პოზიტიური გამონათქვამები 26 მაისის შემდეგ, კლიპებში თავისი გმირობები აჩვენონ

“2011 წლის 26 მაისის სურათებისა და კადრების გამოყენებას თუ დაანებენ თავს ადამიანები, რომლებიც ერთი სიტყვითაც არ გამოსულან 2011 წლის 26 მაისს ან 26 მაისის შემდეგ და ერთხელაც არ გამოუცხადებიათ ჩვენთვის თანადგომა, ძალიან დაგვავალებენ. მე არ მახსოვს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის რაიმე პოზიტიური გამონათქვამები 26 მაისის შემდეგ. ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები და ქცევა კი 26 მაისის შემდეგ ძალიან კარგად მახსოვს. თავისი გმირობები აჩვენონ კლიპებში”, – აღნიშნული განცხადება პარტია “დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა.

იტვირთბა....