არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველას დაგირიგდებათ ელექტრონული ბარათები და სახლიდან შეძლებთ ხმის მიცემას”: სააკაშვილი ამომრჩევლებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცესკოს მიერ მეორე ტურის დანიშვნის თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით პრობლემები შეექმნებათ კერძო ბიზნესში მომუშავე ადამიანებს და უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

“პანიკაში მყოფმა ივანიშვილმა არჩევნები დანიშნა კვირის ნაცვლად ოთხშაბათს იმ იმედით, რომ კერძო ბიზნესის მფლობელები არ გაამოუშვებენ თანამშრომლებს და ვერც უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ვერ შეძლებენ არჩევნებზე მისვლას.
მინდა ვუთხრა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ყველას დაგირიგდებათ ელექტრონული ბარათები და სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ ხმის მიცემას. მანამდე კი, ამ ერთხელ და ბოლოჯერ, აჩუქეთ ერთი დღე თქვენ სამშობლოს და დატოვეთ ოლიგარქი გაბითურებული!” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დანიშნა.

იტვირთბა....