ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: ჰააგის სასამართლოში 2008 წელს წარდგენილი სარჩელი სუსტი არ იყო

გაერ​თიანებული ოპოზიცია -„ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების მიერ ჰააგის სასამართლოში 2008 წელს წარდგენილი სარჩელი სუსტი არ იყო.

მისი განმარტებით, მაშინ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა იმაზე, რომ მხარეებმა არ ამოწურეს დიპლომატიური გზით მოლაპარაკებების ყველა საშუალება.

„მოუწოდეს მხარეებს ეს მოლაპარაკებები გაეგრძელებინათ. ჩვენი ყველა მცდელობის მიუხედავად იმ პირობებში, როდესაც 2008 წელს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ იყო შესრულებული და რუსეთმა 26 აგვისტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო აფხაზეთის და ცხინვალი რეგიონები, გასაგები იყო, რომ რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე არ წამოვიდოდა. არც ის დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ერთი ხმის განსხვავებით იქნა მიღებული. ჩვენ ყველა გზა გახსნილი გვქონდა და გვაქვს, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა გავაგრძელოთ ჰააგის სასამართლოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამ განცხადებით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი: ენმ-ის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დავა 2011 წლის 1-ელ აპრილს წააგო

 

იტვირთბა....