“მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს და თუკი ვინმე მთხოვს, რომ სურთ მის ბილბორდზე ჩემი დახატვა, რა თქმა უნდა, დავთანხმდები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანის თქმით, ბილბორდზე ისაა გამოხატული, რაც ისედაც ცნობილია.
„მე გამოცხადებული მაქვს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ. ეს დამალული არ არის და ჩემი ფოტოც რომ გამოიფინოს, აქ ვერავითარ დარღვევას ვერ ვხედავ. ბილბორდებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საარჩევნო შტაბმა მიიღო და ალბათ თავისი გათვლები აქვთ. ბილბორდებზე გამოხატული არის ის, რაც ისედაც ცნობილია – ვინც ბილბორდი ნახა და ბილბორდიდან შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს? ეს იმ რეალობის ასახვაა, რაც არსებობს და ამაში არავითარი დარღვევა არ არის“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ამავე თემაზე: პრემიერი ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის მიზეზს განმარტავს