ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ორივე ხელი ნაჯახით მოკვეთა

სერპუხოვის სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა ქმარს, დიმიტრი გრაჩოვს, რომელმაც, სასამართლოს განაჩენით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელები მოკვეთა ცოლს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გრაჩოვს 14-წლიანი პატიმრობა და მორალური კონპესაციის სახით 2 მილიონი რუბლის გადახდა მიესაჯა. როგორც ირკვევა, დაზარალებული მხარე საჩივარში 8 მილიონის გადახდას მოითხოვდა.

სააგენტო “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, 26 წლის ქმარმა, ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი ტყეში წაიყვანა და სპეციალურად შეძენილი ნაჯახით ცოლს ხელის ორივე მტევანი მოკვეთა. ამის შემდეგ, მან თავისივე მანქანით მეუღლე საავადმყოფოში მიიყვანა.

იტვირთბა....