aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქასიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ქაშიბაძე აცხადებს დაშავებულ 44 წლის მამაკაცს, მის 24 წლის შვილსა და 6 წლის შვილიშვილს, სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი და მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.

“სამივე დაშავებულის მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული. სამივე მათგანი არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ოჯახის წევრებთან გვაქვს საქმე. ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. მათი ასაკია 44, 24 და 6 წელი. სხვადასხვა მიდამოს საკმაოდ სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. შესაბამისად 75%, 55% და 12% გარდა დამწვრობისა აღენიშნებათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება. მათ დაზიანება მიიღეს გაზია აფეთქების შედეგად,“-განაცხაა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. 

იტვირთბა....