“ოცნება, როგორ ვერ გაიგეთ მარტო ნაცებს რომ ელაპარაკებოდით, ამიტომწააგეთ პირველი ტური”, – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში დანიშვნას.
როგორც ხიდაშელი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოიგონა.
“ოცნება, როგორ ვერ გაიგეთ მარტო ნაცებს რომ ელაპარაკებოდით, ამიტომ წააგეთ პირველი ტური.
1. სამუშაო დღეს არჩევნები მიშამ მოიგონა;
2. რეკლამებზეც მიშა მარტო იყო ადგილობრივ არჩევნებზე, ოღონდ ის იმ პარტიის თავმჯდომარე იყო;
3. ამაზე დავცინოდით და ვაპროტესტებდით;
4. ნაცებს ნიშნის მოგებით შეგიძლიათ ელაპარაკოთ, დიახ მათი მოგონილია;
5. რამე თქვენით რომ მოიფიქროთ, შეუძლებელი ამოცანაა ხომ”, – წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დანიშნა.
https://www.facebook.com/khidasheli.tinatin/posts/10156738377916635