ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე გამოკითხვაზე იმყოფება

ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება მის მიმართ განხორციელებულ მუქარებს.

სარალიძე პოლიციაში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად შევიდა. როგორც თავად აცხადებს, ბოლო პერიოდის განმავლობაში ის სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს.

აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

იტვირთბა....