საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოთარ კახიძე არ თვლის, რომ არჩევნების თარიღი რაიმე გავლენას მოახდენს ამომრჩევლის აქტივობაზე.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ცესკო-ს პრეროგატივაა.
„ცესკო-ს გადასაწყვეტია, როდის დაინიშნება არჩევნები. არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე. გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს, ორშაბათს, დანიშნა არჩევნების თარიღი, თუმცა ეს არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე აქტიური იყო. შესაბამისად, აქ სპეკულაციებისთვის რაიმე საფუძველი ნამდვილად არ არის”, – განაცხადა კობახიძემ.