სახალხო მოძრაობა “არა ნაციზმს” დამფუძნებლის, ია მეტრეველის განცხადებით, ეს იმ ხალხის გაერთიანებაა, რომელთაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის დროს ოჯახის წევრები დაუხოცეს.
მისივე თქმით, მოძრაობის წევრების მიზანი იმ ამომრჩეველთა მობილიზაციაა, რომლებიც პასიურობენ.
“ხალხს, რომელიც ვერ მიდის რაიონებში, მანქანებით გავუწევთ დახმარებას, რომ არჩევნებზე მივიდეს”, – აღნიშნა ია მეტრეველმა.
13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მოძრაობამ „არა ნაციზმს“ წინასაარჩევნოდ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.