არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Edison Research: გრიგოლ ვაშაძეს მოსახლეობის 56% უჭერს მხარს, სალომე ზურაბიშვილს – 44%

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ “რუსთავი 2” Edison research-ის ბოლოო კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს.

მათი ინფორმაციით, შეკითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, ალოკაციის შედეგად, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • გრიგოლ ვაშაძეს: 41%
  • სალომე ზურაბიშვილს: 36%
  • არ ვიცი/ არ ვპასუხობ: 15%
  • არც ერთს: 8%

ხოლო სრული ალოკაციის შედეგად შედეგები ასე შეიცვალა:

  1. გრიგოლ ვაშაძე: 56%
  2. სალომე ზურაბიშვილი: 44%

შეგახსენებთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 13:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული. სავარაუდოდ, სხდომაზე ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს  შეაჯამებს და თავმჯდომარე თამარ ჟვანია ხელს მოაწერს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება.

შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე კი არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. თუ ცესკო შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს, შესაბამისად, მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დასახელდება.

არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

 

იტვირთბა....