არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, “კანონი და სამართალი” გამოჩნდება

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე შექმნილია და ჰქვია “კანონი და სამართალი”.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ახალი პარტიის წევრები სხვებთა ერთად იქნებიან – ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი და რეჟისორი დავით იმედაშვილი.

„არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე ამაზე ლაპარაკი, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია – „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, მხოლოდ კარგს ხედავს ექსპერტ გია ხუხაშვილის იდეაში, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ.

„ეს მისი სურვილია და ძალიან კარგი თუ ამაზე საუბრობს. ყველას აქვს ამის უფლება და მხოლოდ კარგს ვხედავ. მე უბრალოდ იმაზე ვისაუბრებ, ჩვენ რას ვაკეთებთ. არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე ამაზე ლაპარაკი, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია – „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“, – განუცხადა ჩარკვიანმა “პალიტრანიუსს”.

 

იტვირთბა....