არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს, ცესკო, სავარაუდოდ, ხვალ გამოაცხადებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ 13:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული. სავარაუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს  შეაჯამებს და თავმჯდომარე თამარ ჟვანია ხელს მოაწერს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება.

შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე კი არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. თუ ცესკო შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს, შესაბამისად, მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დასახელდება.

 

იტვირთბა....