aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სერგეენკო: ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი არ გაზრდილა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამაში ჩართულია 7 7000 ადამიანი.

მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ აღნიშნული დახმარება ქვეყანაში 12 000 ადამიანს სჭირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა.

“რამდენიმე წლის წინ, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მსურველთა რაოდენობა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე სახელმწიფოს შეეძლო შეეძლო, მოეცვა ეს ადამიანები. ასევე არსებობდა თანაგადახდა, რაც მძიმე ტვირთად აწვათ ნარკოდამოკიდებულებს. ბოლო წლების განმავლობაში, ორი წლის წინ, საერთოდ გაუქმდა თანაგადახდა და ახლა არის სიტუაცია, როცა არცერთი მსურველი არ რჩება ამ პროგრამის გარეთ. 1800-დან 7700-ზე ავიდა მოსარგებლეთა რიცხვი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, ეს იზომება საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მოსალოდნელია რომ 12 000 ადამიანს სჭირდება სჭირდება, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზების გამო, არ მიმართავენ დახმარებას. ამ ეტაპზე 3 000 000 მილიონით იზრდება ბიუჯეტი ამ განხრით, თუმცა თუ გამოჩნდა, რომ მეტია საჭირო, ჩვენ გვაქვს რესურსი და ამაზეც ვიზრუნებთ”,- განაცხადა მინისტრმა “იმედის” ეთერში.

იტვირთბა....