ევროპარლამენტის დეპუტატ ანდრეს მამიკინსის განცხადებით, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის.
აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვის, ევროკავშირის წევრობის რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, საპასუხოდ განაცხადა.
„ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ მომავალი წლის ნოემბერს. ჩვენ გვეყოლება ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი. კომისიის პრეზიდენტი აღარ იქნება იუნკერი. იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.